რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე არხები და კოლექტორი შენდება

21 აგვისტო 2020, 14:47 1148 ნახვა

ნიკო ჯაყელისა და აკაკი შანიძის ქუჩებზე, ასევე, აკაკი შანიძის მესამე ჩიხში სანიაღვრე არხებისა და კოლექტორის მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს. პროექტი დიდაჭარის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობასაც ითვალისწინებს.

მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად ბათუმის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 160 ათასი ლარი გამოიყო.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში