მეჯინისწყალზე დამცავი ჯებირი შენდება

21 აგვისტო 2020, 18:52 1926 ნახვა

მეჯინისწყალზე უხვი ნალექის დროს განვითარებულმა სტიქიამ მდინარის ორივე ნაპირის ჩამორეცხვა გამოიწვია, რაც მოსახლეობისთვის საფრთხისშემცველი გახდა.  

მდინარის გადმოსვლა გზებისა და საკარმიდამო ნაკვეთების განადგურებას იწვევდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეჯინისწყლის არხის კედლების მშენებლობა. სამუშაოები 2021 წლის მარტში დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში