დაკავება თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის

22 აგვისტო 2020, 12:24 1575 ნახვა

პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ხუთი მოქალაქე დააკავა, რომელთა სასამართლო პროცესი ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, 1992  წელს დაბადებულმა  წარსულში უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, 1983  წელს დაბადებულ ო.კ-ს, თბილისში, მისსავე დროებით საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ ცივი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ო.კ.-ს და ა.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ქობულეთში ჩაიყვანეს.

ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ო.კ. გადასვეს გ.ქ.-ს მფლობელობაში არსებულ ავტომობილში და ქობულეთის სოფელ კვირიკეს მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც ავტომობილი სამართალდამცველებმა შეაჩერეს. პოლიციამ დანაშაულში ოთხივე მონაწილე ადგილზე, მეხუთე კი  რამდენიმე საათში დააკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში