სანაპირო კურორტებზე ძლიერი წვიმა კვლავ განახლდება

22 აგვისტო 2020, 13:40 6174 ნახვა

ღამით ბათუმში დროის მოკლე შუალედში 83 მმ წვიმა მოვიდა, რაც ძლიერი, ინტენსიური ნალექის ტიპს განეკუთვნება, რასაც მოყვა კიდეც ის ნეგატიური პროცესი რაც მსგავსი კატეგორიის ნალექის დროს არის შესაძლებელი

სანაპირო კურორტებზე უამინდობა გამოწვეულია ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით, რომელიც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ახდენს გავლენას, ტემპერატურამ ყველგან დაიკლო და მეტნაკლებად აღინიშნა ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

სანაპირო ზოლში, დღის მეორე ნახევრიდან წვიმა კვლავ განახლდება, ისევ არის შესაძლებელი ძლიერი ნალექი.

კვლავ მაღალი რისკია ქუჩების დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების, ასევე ავტომობილით გადაადგილებისას ხილვადობის მკვეთრი შემცირების.

იყავით ფრთხილად.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში