სტიქია სვანეთში

22 აგვისტო 2020, 15:34 1242 ნახვა

მესტიის სამ თემში სტიქიამ პრობლემები შექმნა. გარესამყაროსაა მოწყვეტილი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში, სადაც მდინარის ადიდების შედეგად სამანქანე გზის 400 მეტრიანი მონაკვეთია წაღებული. გზები დაიტბორა ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც. ინფორმაციას  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით მობილიზებულია ტექნიკა, რათა მოხდეს დროებითი საავტომობილო გზის მოწყობა და სოფელთან მოძრაობის აღდგენა.მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით კი, ადიშის დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 2 საათში დაიწყება.ამ დროისთვის ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში