აჭარაში covid-19 სამ მოქალაქეს დაუდასტურდა - ინფიცირებულები მძღოლები არიან

23 აგვისტო 2020, 10:54 1473 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 915 ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პირს. სამივე საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია. ერთი მათგანი საქართველოს, ხოლო ორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

უწყების ცნობით, ქართველი მძღოლი მკურნალობისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში გადავიდა, ხოლო თურქეთის ერთმა მოქალაქემ თავისი სურვილით საქართველო უკვე დატოვა და მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს. 

რაც შეეხება კიდევ ერთ ინფიცირებულს, ის ტრანსპორტირების პროცესშია.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 პაციენტი მკურნალობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში