სტიქია და მსხვერპლი თურქეთში

23 აგვისტო 2020, 12:40 9759 ნახვა

თურქული მედიის ინფორმაციით,  გირესუნის პროვინციაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა.მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილია ჟანდარმერიის ერთი თანამშრომელი და ერთი სამოქალაქო პირი.თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, ამ დროისთვის 12 ადამიანია დაკარგული, რომელთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციას მეზობელი პროვინციებიდან, ასევე ანკარიდან ჩასული ჯგუფები ახორციელებენ.

თურქული მედია წერს, რომ წყალდიდობამ სადრენაჟო მილი დაანგრია, რის შემდეგაც ჟანდარმერიის ხუთი თანამშრომელი და ექსკავატორის მძღოლი დაიკარგა.ვრცელდება ინფორმაცია, რომ 20 ადამიანი ცენტრალურ ავტომაგისტრალზეა ჩარჩენილი, რომლებთანაც მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დერელის ოლქში წყალდიდობამ ავტომობილები დატბორა და შენობები დააზიანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში