ძლიერმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა

23 აგვისტო 2020, 20:08 1322 ნახვა

ბოლო წლების მანძილზე მოსული ერთ-ერთი დიდი ნალექის შედეგად, ბათუმში მოსახლეობას სარდაფები და სახლების პირველი სართულები დაეტბორა. ძლიერმა წვიმა განსაკუთრებით,  ე.ჭ ჭაობის დასახლება და ურეხი დააზარალა, ასევე ე.წ ოცნების ქალაქი.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის წყლის ტექნიკა და სატუმბი საშუალებები სტიქიის ადგილას მუშაობდნენ, წყლის უხვ ნაკადს ვერ უმკლავდებოდნენ. დღეს, სამაშველო სამსახურში ათობით გამოძახება შევიდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში