2 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებულ ძიძას ბრალი წაუყენეს - პროკურატურა

24 აგვისტო 2020, 15:09 1420 ნახვა

დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის სისტემატურად ცემის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ​​შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად 5 მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა.

სამართალდამცველებმა ლ.ლ. 2020 წლის 22 აგვისტოს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში