საქართველოში გლოვის დღეა

25 აგვისტო 2020, 10:06 1738 ნახვა

საქართველოში გლოვის დღეა. 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა. განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ მოაწერა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში