ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აჭარიდან კოვიდინფიცირებული კაცი შეიყვანეს

25 აგვისტო 2020, 11:12 2016 ნახვა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აჭარიდან კოვიდინფიცირებული მამაკაცი შეიყვანეს. 21 წლის კაცს ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ის საკარანტინო სივრციდან ჯერ ბათუმის ცხელების ცენტრში, შმდეგ კი ქუთაისის კკლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ახალგაზრდა კაცს კვლევები უტარდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მამაკაცი ქუთაისიდან იყო და სამედიცინო დაწესებულების შეცვლის სურვილი თავად გამოთქვა.

ქუთაისის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას ჯამში 18 პაციენტი აგრძელებს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში