დღეს საყურადღებო წერტილებია ქობულეთი, მესტია და ყაზბეგი - ამირან გამყრელიძე

26 აგვისტო 2020, 12:31 1393 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყურადღებოა ქობულეთთან, მესტიის მუნიციპალიტეტთან და ყაზბეგთან დაკავშირებული შემთხვევები.

ამირან გამყრელიძის თქმით, შავიზღვისპირეთში ნებაყოფლობითი ტესტირება 466-მა ადამიანმა ჩაიტარა და მათგან არცერთი არაა დადებითი.

''მესტიის მუნიციპალიტეტში გვაქვს სულ 72 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 36 უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, დანარჩენი მის გარეთ და ესენია მეორეული და მესამეული კონტაქტები. აქედან განსაკუთრებით გამოკვეთილია ლენჯერის თემი. საკარანტინო ვადა დაუმთავრდა დაახლოებით ადამიანების 85 %- ს და 600-მდე ადამიანმა საკარანტინო სივრცეები უკვე დატოვა. 

განსაკუთრებული ყურადღებაა შავიზღვისპირეთზე. ქობულეთის შემთხვევებს ზაფხულის კლასტერს ვეძახით, გახსოვთ თქვენ გაზაფხულზეც გვქონდა შემთხვევები. ქობულეთის კლასტერთან დღეს 12 შემთხვევაა ასოცირებული. ერთი კაფე ''ჰავანასთან'' და მეორე კერძო სასტუმროა. იქ საკმაოდ ბევრი ადამიანი, დაახლოებით 300 პირია ტესტირებული და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. 

ასევე ბათუმის ბულვარში არის ორი და ქობულეთში ერთი კარავი. მიმდინარეობს ნებაყოფლობითი ტესტირება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში