საქართველოს ნაკრების განახლებული შემადგენლობა

26 აგვისტო 2020, 14:08 1182 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის ნაკრების 27  კაციანი შემადგენლობა დაასახელა.  

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ 20 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია და თბილისის „საბურთალოს“ მცველი ნიკა მალი.  

საქართველოს ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდა და მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს. გუნდი მზადებას 31 აგვისტოდან დაიწყებს, ხოლო 5 სექტემბერს ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში