აჭარაში covid-19 ზე გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს 

26 აგვისტო 2020, 15:49 1545 ნახვა

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ფართომასშტაბიანი ტესტირების მიზანი ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარებაა. 

ბათუმში უფასო პისიარ ტესტირებისთვის ორი კარავია განთავსებული, ერთი კი ქობულეთში. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს კოვიდზე ტესტირება ჩაიტაროს. 

''ვინაიდან აჭარა, როგორც შიდა ტურისტებისთვის, ასევე სტუმრებისთვის ეპიცენტრია, ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ ჩატარდეს აქტიური ტესტირება. ჯანდაცვის სამინისტრო სხვა ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პრაქტიკულად ყველა მსურველის გამოკვლევას

მოქალაქეებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს მოვუწოდებ გაიარონ კოვიდზე ტესტირება. ნებისმიერი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოება და სწორედ ამ მიზნით კეთდება. 

ეს არის საწინდარი, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს შეზღუდული, არამასშტაბური ტურისტული სეზონის ჩატარება, რომელიც ამ ყველაფრის გათვალისწინებით გვაქვს'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში