პენსია განრიგით, ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14-მდე გაიცემა - პრემიერი

27 აგვისტო 2020, 12:15 3190 ნახვა

საქართველოს პრემეირ-მინისტრის განცხადებით, პენსიონერები პენსიის მიღებას ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14-ის ჩათვლით შეძლებენ. გიორგი გახარიას თქმით, გადაწყვეტილება საბანკო სექტორთან შეთანხმების შემდეგ მიიღეს.

პრემიერი ამბობს, რომ ეს ბანკების ფილიალებში რიგებს და მობილობას შეამცირებს. 

''მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა არ არის საკმარისი და ჩვენი შემდგომი ყურადღების ცენტრი გახლავთ, ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები და აქაც შედეგიანი მსჯელობა გვქონდა საბანკო სექტორთან. 

მოგეხსენებათ, რომ პენსიები ირიცხება 14 რიცხვში და ეს მუდმივად საბანკო ფილიალებში, განსაკუთრებით ლიბერთი ბანკში საკმაოდ მაღალი დისკომფორტის - რიგების საბაბი იყო, თუმცა პანდემიის პირობებში ეს დისკომფორტის გარდა არის მაღალი რისკის მატარებელი ვირუსის გავრცელებისთვის.

მოხუცები არიან მაღალი რისკიჯგუფში, ამიტომ ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიები გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14-მდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით. ყველა პენსიონერს ეცოდინება განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება არ და ვერ იქნება.

შესაბამისად მთავარი შედეგი უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა უნდა დაეცეს, რიგები შემცირდეს. პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა არა ერთ დღეს, არამედ პირველიდან 14 მდე თანმიმდევრულად, წყანარად, მშვიდად'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში