''ბიბისის'' ინფორმაციით საქართველო იაპონიას ჩაანაცვლებს

29 აგვისტო 2020, 10:13 1444 ნახვა

‘’ბიბისის’’ ინფორმაციით საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დიდი ალბათობით რვა ერის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს. ჟურნალისტი ტომ ინგლიშის ინფორმაციით საქართველო რვა ერში იაპონიას ჩაანაცვლებს. იაპონიის რაგბის კავშირმა უკვე გაავრცელა განცხადება ,რომლის მიხედვითაც ისინი კონორავირუსის გავრცელების საფრთხის გამო რვა ერის გათამაშებაში არ ჩაერთვებიან.

ტურნირში საქართველოს მონაწილეობის შემთხვევაში ‘’ბორჯღალოსნები’’ შოტლანდიის , იტალიის და საფრანგეთის ნაკრებებით დაკომპლექტებულ ჯგუფში იასპარეზებენ. რვა ერის გათამაშება 14 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება. უკვე დადასტურდა ,რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 24 ოქტომბერს ‘’მარიფილდზე’’ სპარინგს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში