იურიდიული კომიტეტი განიხილავს ცვლილებებს ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით

29 აგვისტო 2020, 12:42 1784 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აწესებს. საკანონმდებლო  ცვლილებების ინიცირება 2018  წელს მოხდა, თუმცა ამ დრომდე, საკანონმდებლო ორგანოს ის არ დაუმტკიცებია.

ცვლილებების მიხედვით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, ასევე უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის ხელშეწყობა  გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – სამიდან ექვს წლამდე.

პროექტით კონკრეტდება, რომ თუ ზემოაღნიშნული რომელიმე ქმედება, ჩადენილი: არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ; ყალბი საბუთების გამოყენებით, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – ხუთიდან რვა წლამდე. ინიციატივის გათვალისწინებით, თუ მითითებული ქმედება ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ეს გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – შვიდიდან ათ წლამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში