ბათუმის მერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერები ჩამოხსნა და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

29 აგვისტო 2020, 21:41 1789 ნახვა

ბათუმის მერიამ, ქალაქში რამდენიმე ადგილას განთავსებული „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერები ჩამოხსნა და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის მერია ინფორმაციას ავრცელებს.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, ორ ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით“, – ნათქვამია, ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში