კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში

30 აგვისტო 2020, 12:04 1336 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში  კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყების ცნობით, ინფიცირებულებიდან ერთი კარანტინში იმყოფებოდა, ერთი კი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი.

ამ დროისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. დღეს ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მათგან, 2-ის ინფიცირების წყარო  უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში