7 ოპოზიციური პარტიის შეთანხმება

30 აგვისტო 2020, 20:01 1381 ნახვა

პოლიციის დეცენტრალიზაცია  უნდა მოხდეს, პროკურატურას აღარ  უნდა ჰქონდეს რეპრესიული ფუნქციები, სუს-ი უნდა გაუქმდეს და მის ბაზაზე კონტრდაზერვა და ანტიკორუფციული ბიურო უნდა შეიქმნას", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ ბორჯომში 7-ი ოპოზიციური პარტიის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც  არჩევნების შემდეგ მართლმსაჯულების სისტემისა და ეკონომიკური საკითხების რეფორმების შესახებ იმსჯელეს.

დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა სასოფლო-სამეურნეო მიწების თემისთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხებიც განიხილეს. მისივე თქმით, უნდა განხორციელდეს სკოლების ავტონომია, რადგან ეს სექტორი ხელისუფლების ადმინისტრაციულ რესურსადაა ქცეული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში