18 ახალი შემთხვევიდან 11 შემოტანილია, შვიდი კი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება​

31 აგვისტო 2020, 11:36 1190 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, 11 კი იმპორტირებულია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, შემოტანილი შემთხვევებიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 220 პაციენტი მკურნალობს, სამი მდგომარეობა კრიტიკულია. 

„გუშინდელი მონაცემებით იყო 1469 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 18 შემთხვევა და ამჟამად არის 1487. 18 შემთხვევიდან შვიდი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 11 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 19-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში