მინსკში, საპროტესტო აქციებზე 140 ადამიანი დააკავეს

31 აგვისტო 2020, 10:09 1095 ნახვა

მინსკში გამართულ მშვიდობისა და დამოუკიდებლობის მარშზე დაკავებულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. მშვიდობიან დემონსტრანტებს არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობას ედავებიან. დაკავებულთა რაოდენობა საბოლოო არ არის და დღის პირველ ნახევარში ზუსტი სია გამოქვეყნდება.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში