საია „გირჩის“ წინააღმდეგ

01 სექტემბერი 2020, 18:51 1087 ნახვა

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ’’ საკონსტიტუციო სასამართლოში ,,სასამართლოს მეგობრის‘’ მოსაზრება წარადგინა. საქმე ეხება გენდერულ კვოტებს. არასამთავრობო ორგანიზაცია, ეწინააღმდეგება პოლიტიკური პლატფორმა ,,გირჩის’’ მიერ გასაჩივრებულ ნორმას. კერძოდ საარჩევნო სისტემის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად, პოლიტიკური სუბიექტებისთვის, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 , განსხვავებული სქესის წარმომდგენელი უნდა იყოს. ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დირექტორის, სულხან სალაძის თქმით, რეგულაციას, რომელსაც ,, გირჩი’’ ასაჩივრებს კონსტიტუციური და თავსებადია ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში