დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი მოიხსნა

02 სექტემბერი 2020, 10:48 1058 ნახვა

დღეიდან, 2 სექტემბრიდან, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა. შესაბამისად, პოლიციის მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოხსნილია და მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ერთეულში გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.

პოლიცია სვანეთის რეგიონში საკარანტინო შეზღუდვებს 22 დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებდნენ. ამასთანავე, პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო სვანეთიდან მოქალაქეთა ესკორტირება სხვადასხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეების მიმართულებით.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, დაბა მესტიასა და ლენჯერში 10 აგვისტოდან შესვლა-გამოსვლა შეზღუდული იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში