ავარია ქედაში

03 სექტემბერი 2020, 18:18 13194 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში, დედა და 10 წლამდე მოზარდი დაშავდა. ისინი ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ.

ექიმების ინფორმაციით, დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა რეანომობილით ბათუმში გადაიყვანენ.

შემთხვევა სოფელ პირველ მაისთან, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა.

გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში