უფასო ტესტირებისთვის დამატებითი სამედიცინო კარვები უნდა განთავსდეს - ევროპული საქართველო

03 სექტემბერი 2020, 18:50 1342 ნახვა

ევროპული საქართველოს აჭარის ორგანიზაციის წევრები საქართველოს მთავრობას კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, დამატებითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, რეგიონში მოქალაქეების უფასო ტესტირებისთვის დამატებითი სამედიცინო კარვები უნდა განთავსდეს.

პარტიის წევრებმა ბათუმის ბულვარში განთავსებულ სამედიცინო საველე კარავში კორონა ვირუსზე პისიარ ტესტირებაც ჩაიტარეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ რეგიონში მოსახლეობას შეუძლია 10 ლოკაციაზე ჩაიტაროს კორონავირუსზე ტესტირება.

მათ შორის ოთხ კარავში, ხუთ პოლიკლინიკასა და დაავადებათა კონტროლის ადგილობრივ ლაბორატორიაში. პოლიკლინიკები მოქალაქეებში ანალიზის ჩაბარება შესაძლებელია 18 საათამდე, კარვებში კი გვიან ღამემდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში