ახალი ბრალდებული შაქარაშვილის საქმეში

03 სექტემბერი 2020, 20:24 1265 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულ ვერონიკა აროაიანს მომხდართან პირდაპირი შემხებლობა არ აქვს, ის საქმის 21-ე ტომში ფიგურირებს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკითხვისას არაერთხელ იცრუა. კამერებთან არ გამოჩენილან დაკავებულის ოჯახის წევრები. პროკურატურამ კი დაღუპული ფეხბურთელის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიყენებული დაზიანებების გამო, 19 წლის ფეხბურთელი მოძრაობას ვერ შეძლებდა, ამიტომ შესაძლოა მას ტრავმების გამო დაეკარგა გონება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში