ბათუმში "საქართველოს ბანკის" ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

04 სექტემბერი 2020, 10:38 3927 ნახვა

ბათუმში "საქართველოს ბანკის  სოლო ლაუნჯის" ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფილიალი ამ დროისთვის დაკეტილია.

ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულებს შეხება ჰქონდათ საკონდიტრო მაღაზია "დონასთან". ბანკის სხვა თანამშრომლებს PCR ტესტირება უტარდებათ. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფიცირებულია ბანკის მხოლოდ ერთი თანამშრომელი.

აჭარის მაუწყებელს ინფორმაციას "საქართველოს ბანკში" კიდევ აზუსტებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში