შაქარაშვილის საქმეზე სამ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

04 სექტემბერი 2020, 14:58 1034 ნახვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ნაწილს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან, საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი.

როგორც ფეხბურთელ ირაკლი წაქაძის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში