ბათუმში კორონავირუსზე უფასო ტესტირებას შაბათ-კვირასაც ჩაატარებენ 

04 სექტემბერი 2020, 15:41 1355 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის პოლიკლინიკები COVID-19-ზე უფასო PCR ტესტირებას უქმე დღეებში, 5 და 6 სექტემბერსაც ჩაატარებენ.

ტესტირება ნებისმიერ მოქალაქეს - N1 პოლიკლინიკაში N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და ევექსის ბათუმის ამბულატორიაში 10-დან 17:00 საათამდე შეეძლება.

უწყების ცნობით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ამავე პოლიკლინიკებში ჩაუტარდებათ ექიმის კონსულტაცია.

კოვიდ-19-ზე ტესტირება გრძელდება კარვებშიბულვარში კოლონადებთან, ანბანის კოშკთან და აჭარულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მერიის შენობის მიმდებარედ. აქ მოქალაქეებს 11:00-დან 23:00 საათამდე მოემსახურებიან.

სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, ისარგებლონ კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირებით და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შეთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში