აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

06 სექტემბერი 2020, 14:26 3118 ნახვა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

თანამშრომლების ტესტირება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა. ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი რამდენიმე პირი გუშინ კარანტინში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, უსაფრთხოების მიზნით, ტელევიზია დაკეტილი იყო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება ხდებოდა.

ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობით მიმდინარეობდა, როგორც ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა, ასევე მისი ინფიცირების წყაროს მოძიება. 

გუშინ ღამით ტელევიზიისა და რადიოს შენობებს დეზინფექცია ჩაუტარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში