აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას ხვალიდან აღადგენს - გიორგი კოხრეიძე

06 სექტემბერი 2020, 16:02 1941 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის განცხადებით, სატელევიზიო მაუწყებლობა ხვალიდან განახლდება. 

"აჭარის ტელევიზია ხვალ აღადგენს მაუწყებლობას. თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს", - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

შეგახსენებთ, ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უსაფრთხოების მიზნით, ტელევიზია დაკეტილი იყო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება ხდებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში