საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

07 სექტემბერი 2020, 10:05 3471 ნახვა

საქართველოში დღეს, 7 სექტემბერს,  კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1684 გახდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 315–ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ინფიცირებულთაგან 6 ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია დონას უკავშირდება. 

''34 ახალი შემთხვევიდან 6 არის ''დონას'' კლასტერი, 15 დადასტურებულთან კონტაქტი. 8 პაციენტს აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია, ერთი სამედიცინო პერსონალი, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ორზე გრძელდება კვლევა წყაროს დასადგენად. 

ამ ეტაპზე კოვიდმიმღებ ცენტრებში 342 პაციენტი მკურნალობს. ამათგან სამი არის კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ჩვენთან 18 პირი მკურნალობს, აქედან ორი მძიმე და ერთი კრიტიკულად მძიმეა'' - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

არანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 299 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში