3 წლიანი პატიმრობა მარიანა ჩოლოიანს - ლუკა სირაძის საქმე

07 სექტემბერი 2020, 10:50 1614 ნახვა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად. 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში