ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილი მეპატრონეების აქცია დროებით შეწყდა

07 სექტემბერი 2020, 15:00 1608 ნახვა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილი მეპატრონეების აქცია დროებით შეწყდა. მიზეზად ბათუმში კორონავირუსის გააქტიურებას ასახელებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, განცხადებით, არაერთხელ შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. 

პრემიერ-მინისტრი დაპირდა ამ საკითხზე მათ შეხვედრას. ბაზრობის ყოფილი მეპატრონეები იმედოვნებენ, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და აქციის გაგრძელება აღარ მოუწევთ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში