ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად განახლდება - პრემიერი

07 სექტემბერი 2020, 15:21 9714 ნახვა

ორი კვირით ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი კლასებში გადაიდება. იქნება დისტანციურად, პირველ ოქტომბრამდე-ამის შესახებ გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"იქიდან გამომდინარე, რომ სასწვალო წელი გამოიწვევს მობილობის კიდევ უფრო გაზრდას გარკვეული გადაწყვეტილებები დღეს მივიღეთ. ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება კლასში, იქნება დისტანციურად. პირველი ორი კვირის განმავლობაში.

რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმში და ქობულეთში მოსწავლეები კლასში, ასევე სტუდენტები აუდიტორიებში სწავლას გააგრძელებენ პირველი ოქტომბრიდან, მანამდე დაიწყებენ სწავლას დისტანციურად."- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში