დახურულ სივრცეებში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების კონტროლი მკაცრდება

07 სექტემბერი 2020, 15:38 4562 ნახვა

პრემიერის განცხადებით, დახურულ სივრცეებში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება.

გიორგი გახარიას განცხადებით, ღია სივრცეებში დამატებითი მოთხოვნები იქნება, თუმცა შედარებით მსუბუქი.

„აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი გვანახა აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო. ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცეში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება შედარებით მსუბუქი მოთხოვნები"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში