ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსის მართვაში სრული დატვირთვით ჩაერთვება

07 სექტემბერი 2020, 16:30 2085 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსის მართვისთვის კლინიკების განახლებული სია დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

„რაც შეეხება სტაციონარების მობილიზებას, როგორც გაზაფხულზე, ასევე ახლაც გვაქვს მობილიზაციის გეგმა. პირველ რიგში, ამ ქსელში ჩაერთვება სრული დატვირთვით 170 საწოლზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. დღეს უკვე მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროში ჯგუფი, რომელიც ამ კონკრეტულ გეგმაზე არის პასუხისმგებელი და დღის ბოლოს უკვე გვექნება განახლებული სია საავადმყოფოების, რომლებიც ჩაერთვებიან „კოვიდის“ მართვაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში