''ხოფის ბაზრობაზე'' კორონავირუსი დაუდასტურდა მამასა და შვილს - სავაჭრო ცენტრის დირექტორი 

07 სექტემბერი 2020, 17:26 8116 ნახვა

დღეს, 7 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ბათუმში კოვიდინფექცია დაუდასტურდა პირს, რომელიც ''ხოფის ბაზრობაზე'' მუშაობდა.

''სავაჭრო ცენტრ 2009'' დირექტორის ინფორმაციით, კი ინფიცირებულია მამა და შვილი. მათ ბაზრობაზე მაღაზია აქვთ და გუშინაც მუშაობდნენ. 

ზვიად მელიქაძის თქმით, ხვალ 30 მოიჯარეს, რომლებსაც მაღაზიები ინფიცირებული პირების ობიექტის გვერდით ჰქონდათ, ტესტირება ჩაუტარდებათ. 

დღეს ხოფის ბაზრობა დაკეტილია და გეგმიური დეზინფექცია ტარდება. მოვაჭრეები მაღაზიებს არც ხვალ გახსნიან.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით,  ''ხოფის ბაზრობაზე'' დასაქმებული მოქალაქე ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია. 

ნონა ეფაძის განცხადებით, ხვალ ბაზრობა არ გაიხსნება და იქ მედიკოსთა ჯგუფები ტესტირებას ჩაატარებენ.  

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში