აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევაა - მათ შორის სამი ''ხოფის ბაზრობას'' უკავშირდება 

08 სექტემბერი 2020, 11:01 3352 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსი კიდევ 21 პირს დაუდასტურდა. მათ შორის სამი ''ხოფის ბაზრობას'' უკავშირდება. 

სავაჭრო ობიექტი დღეს დაკეტილია და ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. იგეგმება მოქალაქეების უფასო პისიარ ტესტირება. პასუხების მიღებამდე ბაზრობა დახურული იქნება.  ბაზრობაზე ორი დადასტურებული შემთხვევის შესახებ გუშინ ობიექტის დირექტორმაც ისაუბრა. მისი თქმით, ინფიცირებულები იყვნენ მამა და შვილი. 

ზვიად მელიქაძე მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში ბაზრობაზე იმყოფებოდა ჩაიტარონ ტესტირება. ინფიცირებულები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექციაში მუშაობდნენ და წინასასკოლო პერიოდში შეხება ჰქონდათ ბევრ ადამიანთან. 

''მესამე ინფიცირებულზე არ ვიცოდი, ახლა გავიგე. აქამდე ვიცოდით, რომ ორი იყო. მოვაჭრეებს  უტარდებათ პისიარ ტესტირება. მეზობელ მაღაზიებში ვინ ვაჭრობა პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს. როცა პასუხები იქნება შემდეგ გავხსნით სავაჭრო ცენტრს. წესით დღის ბოლომდე გვეცოდინება შედეგები. თუ დადასტურებული  შემთხვევები გვექნბა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით ვიმოქმედებთ. დღეს 60 დამინის ტესტირებაა დაგეგმილი'' - განაცხადა ''სავაჭრო ცენტრ 2009'-ის'' დირექტორმა. 

აჭარაში, გასული 24 საათის განმვალობაში ჩატარებულია 2 767  PCR ტესტი. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 101 პაციენტი გადის.

დღეს, 8 სექტემბერს საქართველოში covid-19 45 ადამიანს დაუდასტურდა, რაც რეკორდული ციფრია. 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში