შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი

08 სექტემბერი 2020, 11:57 1422 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის სასამართლო პროცესი  7 საათი გაგრძელდა. გამოიკითხნენ იუბილარი ანა გაბეჩავა და ის პოლიციელები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. უფლებადამცველების მტკიცებით, მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები დაკავებული არასრულწლოვნების ბრალეულობას არ ადასტურებს.

არასრულწლოვან ლ.შ.-ს ადვოკატის განცხადებით, ანა გაბეჩავამ დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აგარაკზე მხოლოდ იუბილარის წამოსაყვანად დარჩა და შურისძიების მიზანი არ ჰქონია.

ადვოკატების მტკიცებითვე, იუბილარმა აღნიშნა, რომ აგარაკზე პირველ კონფლიქტი მალევე აღმოიფხვრა და არც კიბის და არც ავტობანის ეპიზოდთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, მათი თქმით, ანა გაბეჩავას და სამართალდამცველების ჩვენებები დაკავებულების ბრალეულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს და მათ შურისძიებით ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში