ორსულ ქალს, რომელსაც კოვიდინფექცია დადასტურებული ჰქონდა საკეისრო კვეთა ჩაუტარდა 

08 სექტემბერი 2020, 12:00 7652 ნახვა

აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ორსულ ქალს, რომელსაც კოვიდინფექცია დადასტურებული ჰქონდა საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, დედაც და ჩვილიც თავს კარგად გრძნობენ.

"ბავშვებთან დაკავშირებული პირები და ორსულები არ რჩებიან აჭარაში და გადამისამართებულნი არიან სხვადასხვა კლინიკებში.

ერთი ძალიან პოზიტიური ამბავია, გუშინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა ორსულ ქალს, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია და დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობს"-განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

ზემოთხსენებულ ოჯახში ეს  მესამე შვილია. ახალგაზრდა ქალი ე.წ "დონას" კლასტერს მიეკუთვნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში