შაქარაშვილის საქმე- ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის განცხადება

08 სექტემბერი 2020, 14:00 1187 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ცრუ ბრალდების მიცემისთვის დაკავებულმა ახალგაზრდა გოგონამ და მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთეს. ბრალდებული და ადვოკატი განმარტავენ რომ გოგონას თავისი ქმედება გააზრებული არ ჰქონდა, მიზანი  თავის საჯარო წარმოჩენა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობა იყო, ამიტომ სამართალდამცავ ორგანოებს ცრუ ინფორმაცია შეგნებულად მიაწოდა. ვერონიკა არონია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. არონიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მუხლით, რომელიც სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში