ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

08 სექტემბერი 2020, 15:40 1194 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რა დროსაც დადებითი პასუხი მოვიდა.

უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა გეგმიური შემოწმება 2 კვირით ადრეც გაიარა, რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო.

მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა.

''ამ დროისთვის, ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.

მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები. იგი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი'' - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში