ბუდაპეშტში ჩარტერული რეისით სტუდენტები გაემგზავრნენ

08 სექტემბერი 2020, 18:33 1792 ნახვა

ბუდაპეშტის მიმართულებით მესამე ჩარტერული რეისი შესრულდა. რეისით ბუდაპეშტში უნგრეთის სხვადახვა უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხურის ასევე დოქტორანტურის 80–მდე სტუდენტი გაემგზავრა.

მათ შორის განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ სტიპენდიატები.

აღნიშნული რეისი გამონაკლისის სახით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში უნგრეთის საელჩოს ჩართულობით სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებების დონეზე განხორციელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში