ხვალიდან 200 პირზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები იკრძალება

09 სექტემბერი 2020, 12:42 1435 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან 200 პირზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები იკრძალება.

​"არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება  ხვალიდან შეიზღუდოს 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება, ასევე ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, რადგან დახურულ სივრცეში აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა. 

რეგულაციების შეუსრულებლობაზე იქნება სანქციები. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად წესები დაიცვან. გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია"-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში