ყველაზე ცხელი წერტილია აჭარა, ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო დაუდგენელია - გამყრელიძე

09 სექტემბერი 2020, 12:41 2141 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ყველაზე ცხელ წერტილად აჭარა რჩება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბათუმში ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია.

„მოგეხსენებათ, ყველაზე ცხელ წერტილად რჩება აჭარა, სადაც ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს, 100 000 მოსახლეზე 47.8. იქ 25 ახალი შემთხვევიდან შვიდი არის ხოფის კლასტერი, ორი თანამშრომელი და ხუთი ოჯახის წევრი, ასევე სამი იუსტიციის სახლის შემთხვევა გვაქვს თავისი ოჯახის წევრებით, ერთი სამშობიარო სახლის ექთანი, ერთი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ორი „ორბის“ თანამშრომელი, ერთი სასაზღვრო პოლიციის, ერთი კლინიკა „ბრადერსის“ სანიტარი“. 

 სამწუხაროდ 10 გვაქვს ჯერ-ჯერობით დაუდგენელი უცნობი წყარო. გურიის რეგიონში რვა ინფიცირებული გვყავს და ყველა უკავშირდება ბათუმში ქორწილის კლასტერს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე ხომ არ იგეგმება აჭარის ჩაკეტვა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ასე პასუხობს: "ზოგადად, ჩაკეტვების პოლიტიკა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენთან უკვე აღარ არის, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, დღის წესრიგში. პოლიტიკა მართვისა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა, ანუ ერთის მხრივ სწრაფი იდენტიფიცირება, გამოვლენა, მათი იზოლირება და მართვა და ეკონომიკის აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა დოვლათი შექმნას''. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,ა ქედან 25 აჭარაშია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში