ინფიცირებულებს სასტუმროში უმკურნალებენ

09 სექტემბერი 2020, 20:19 1367 ნახვა

თუ აქამდე მსუბუქი სიმძიმის პაციენტები ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, ახალი გადაწყვეტილებით, საკარანტინო ზონად მოწყობილ სასტუმროებში იმკურნალებენ. თუმცა, მხოლოდ 19-დან 65 წლის ასაკის ჩათვლით ადამიანები, რომლებსაც არც ქრონიკული ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ და არც სიმპტომები აქვთ გამოვლენილი. ასეთი სასტუმრო ბათუმში მხოლოდ 1 იქნება.

პანდემიის გამო წელს, უცხოელი ვიზიტორების გარეშე დარჩა ქვეყანა და ძირითადი აქცენტი მხოლოდ შიდა ტურიზმზე იყო, რამაც სასტუმროების მფლობელები მნიშვნელოვნად დააზარალა. თუმცა იყო კიდევ ერთი გამოსავალი, საკარანტინო სივრცეებად ქცეული სასტუმროები, რომლებსაც ბიუჯეტიდან თითოეულ მოქალაქეზე დღიურად 60 ლარი ერიცხებათ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში