საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10 სექტემბერი 2020, 09:56 2974 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათ კონტროლის ვებგვერდზე განახლდა.

ეს რეკორდულად მაღალია მაჩვენებელია, დღიურად 50-ზე მეტი შემთხვევა 10 სექტემბრამდე არ დაფიქსირებულა. 

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334 ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ინფიცირებულთა ნაწილს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ნაწილი ''დონას'' უკავშირდება, ასევე არიან ინფიცირებულები, რომლებსაც პირდაპირ თუ ირიბად შეხება ჰქონდათ ბათუმთან. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 8 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

''57 დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთია: 5 უკავშირდება დონას, 14 პაციენტის წყარო გახლავთ ქალაქი ბათუმი,  18 არის დადასტურებულ შემთხვევასთან  კონტაქტი, 4  პაციენტის წყარო არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია, სამი არის შემოტანილი შემთხვევა და აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 სამედიცინო პერსონალია და 8 პაციენტზე გრძელდება კვლევა წყაროს და კონტაქტების დასადგენად.

25 პაციენტის წყარო არის აჭარა პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტებით. ბოლო ორი კვირის მონაცემებით 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 100 000 მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელი გახლავთ 10.2. აჭარის რეგიონში კი 52.9, ანუ ეს 100 000 მოსახლეზე ავადობის რიცხვია. სტაციონარში მყოფი 469 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა 4, მძიმე კი 18. ეს ციფრები ცვალებადია'' - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

არანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 390 პირი. 

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში