თავშეყრა ღია სივრცის ღამის კლუბებშიც აიკრძალა

10 სექტემბერი 2020, 12:37 1291 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თავშეყრა აიკრძალა ღია სივრცის ღამის კლუბებშიც. პრემიერის განცხადებით, ამგვარი ღონისძიებები ვირუსის სწრაფი გავრცელების რისკს შეიცავს.

„იკრძალება ღამის კლუბები ღია სივრცეებშიც. დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს, რადგან ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, შეზღუდვა არ ეხება საარჩევნო კამპანიას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში